ხმაური ხელვაჩაურში – შემოიჭრა შპს “ბიზონის” ხელმძღვანელი ხალვაში დაცვის 8 თანამშრომელთან ერთად

ნიაზ ხალვაში კომპანიის “ტრანს კავკას კრისტალი”-ს წილს ითხოვს. ქონება აუქციონზე გაყიდა და შპს ბიზონის ხელმძღვანელი, ნიაზ ხალვაში დაცვის 8 თანამშრომელთან ერთად მივიდა კომპანიის ტერიტორიაზე მივიდა.

ხალვაშის მისვლას კომპანიაში ხმაური მოჰყვა, მას თანამშრომლებმა კომპანიის ტერიტორიის დაკავების საშუალება არ მისცეს. მომხდართან დაკავშირებით ნიაზ ხალვაში კომენტარს არ აკეთებს.

“ტრანს კავკას” კრისტალის ხელმძღვანელობის განცხადებით კი, კომპანია სამი წლის წინ კანონიერად შეიძინეს და მის დათმობას არ აპირებენ. მათი განმარტებით, ქონება აუქციონზე უკანონოდ გაიყიდა და ის შპს “ბიზონმა” შეიძინა.

„შემოიჭრა შპს “ბიზონი”, რომელმაც დაახლოებით 8 ადამიანი მოიყვანა დაცვის თანამშრომელი, რომლებსაც უნდოდათ რომ დაეკავებინათ ტერიტორია და ჩვენი თანამშრომლების ჯგუფი გასულიყო ტერიტორიიდან, რასაც ჩვენი მხრიდან მოჰყვა რეაგირება კანონის ფარგლებში,“-განაცხადა “ტრანს კავკას კრისტალის” დირექტორმა გიორგი ქარცივაძემ.

წყარო:რუსთავი2

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო კომისია შესაძლოა თავისუფალმა დემოკრატებმაც დატოვოს
შემდეგი სტატიაახლა კომისიის დატოვება ღიმილის მომგვრელია – მამუკა მდინარაძე