ხმაური იუსტიციის საბჭოს სხდომაზე – არამოსამართლე წევრები ილონა თოდუას დაუპირისპირდნენ

დაპირისპირებით და ხმაურით მიმდინარეობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა. დაპირისპირების მიზეზი მოსამართლე ილონა თოდუას ბინის საკითხი გახდა. საბჭოზე განმარტებები გააკეთა ილონა თოდუამაც, თუმცა საბჭოს არამოსამართლე წევრების განცხადებით, არგუმენტები საფუძვლიანი არ იყო.

ილონა თოდუას თქმით, 2014 წლამდე მშობლების ბინაში ცხოვრობდა, დაოჯახების შემდეგ კი თავი ვალდებულად ჩათვალა, მშობლების ბინა დაებრუნებინა, თავად კი იუსტიციის საბჭოს სთხოვა ბინის ქირაობა.

მოსამართლე ილონა თოდუას დაცვა სცადეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმაც და ბინის დაქირავების შესახებ განმარტებები გააკეთეს.

„ადამიანი წავიდა, შექმნა საკუთარი ოჯახი, დაიწყო ცხოვრება და არ ჰქონდა საკუთარი ბინა და ქირაობს სახელმწიფო, ანუ ქალბატონმა ილონამ რამე სარგებელი მიიღო? იმ ბინის ქირავნობა გაფორმდა, რაც დედამისის სახელზე გაფორმდა. რაშია პრობლემა?“ – განაცხადა იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრმა, რევაზ ნადარაიამ.

საბჭოს სხდომა 2 საათის განმავლობაში მიმიდიანრეობდა. ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, მან ვერ მოისმინა სრულყოფილი განმარტებები ილონა თოდუასგან და საკითხის შესწავლის მიზნით სასამართლოს დამოუკიდებელ ინპექტორს საჯაროდ მიმართა. ჯერჯერობით უცნობია, დაინტერესდება თუ არა, ინსპექტორი 2014 წლის ამ ტრანზაქციით.

banner
წინა სტატიაშიმაშველებმა ყაზბეგში ლიეტუვის მოქალაქე გადაარჩინეს
შემდეგი სტატიაქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტები ერთ ლარად – პრემიერის ინიციატივა