ხმაური გორში – შეხვედრაზე მყოფ მამაკაცს სალომე ზურაბიშვილისთვის კითხვის დასმის უფლება არ მისცეს

„ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. სალომე ზურაბიშვილი შიდა ქართლში იმყოფება და ამ წუთებში ქარელში შეკრებილ მხარდამჭერებს ხვდება. მანამდე ის ხაშურში იმყოფებოდა.

ტრადიციულად მას თან ახლავს საქართველოს პარლამენტის წევრები, რომლებიც ამომრჩეველს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

ერთ-ერთ აქტივისტს სურდა პრეზიდენტობის კანდიდატისთვის შეკითხვის დასმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე, თუმცა მას სალომე ზურაბიშვილთან მიახლოების და კითხვის დასმის საშუალება არ მისცეს.

„მოვედი შეხვედრაზე, ელემენტარული ერთი შეკითხვის დასმა მინდოდა, თან ვთხოვე, რომ ხმას არ ამოვიღებ, არაფერზე წავალ. მინდოდა ასეთი შეკითხვის დასმა: რატომ იძახის ქალბატონი სალომე, რომ საქართველომ დაიწყო ომი? აი ეს შეკითხვა. აი ამ შეკითხვაზე ხალხო ასე ხომ არ შეიძლება, ნორმალურად მინდოდა შეკითხვის დასმა. არ გაეცა ნორმალური პასუხი ამას,“ – განაცხადა აქტივისტმა.

სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე მხარდამჭერებს, მისი მიმართულებით გამოთქმულ ნეგატიურად ფრაზებზე ესაუბრა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა, საზოგადოებას გაახსენა, რომ სწორედ ის ესაუბრებოდა ქართულ ენაზე ლავროვს და ხაზი გაუსვა იმას, რომ არცერთ მინისტრს თუ პრეზიდენტს, არც ერთ საქმიან შეხვედრაზე ქართულად არ უსაუბრია.

„ჩემზე ყველაფერი არის ნათქვამი, პრაქტიკულად ვეღარ მოვიფიქრებ ვერაფერს, რაც არ არის ნათქვამი. ენა არ იცის, მაგრამ არ ახსოვთ, რომ ქართულად ველაპარაკე ლავროვს სწორედ და მე მგონი რომ ჩემს გარდა არც მოლაპარაკებებში და არც შეხვედრებზე, არც ერთმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრეზიდენტმა არ ილაპარაკა ქართულად. მეორე რასაც ეხებიან, ეს არის მამული, პატრიოტიზმი, ის ყველაფერი რითაც მოვდივარ ამ ემიგრაციიდან და თურმე ვარ რუსეთის აგენტი, პრორუსი. მესამე რასაც ეხებიან ეს არის სარწმუნოება, თურმე მე არა ვარ, ვარ ეკლესიის წინააღმდეგ, არა ვარ მართლმადიდებელი, ვარ კათოლიკე, ვარ რასისტი, ქსენოფობი. რამდენიმე დღე არის, რაც დაწყებული არის თბილისში, დადიან ადამიანებთან, ვითომც ჩემი აგიტატორები. და თქვენ ბოლოს და ბოლოსო რა მოგიტანათო ევროკავშირმა ან ნატომო, რამე მოგიტანათო? ადამიანები გაკვირვებულები ამას ისმენენ და ზოგისთვის ეს რაღაცას ნიშნავს, რომ თურმე ეს ადამიანი არც ევროპელი, არც პროევროპელია, არც პროდასავლური არ ყოფილა. მე მაქვს ერთი არჩევანი, ან დავიწყო ამის მტკიცება ყველაფრის, ის რასაც წარმოვადგენ, იმის მტკიცება, რომ მე სალომე ვარ და არა გრიგოლი.“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი პენსიონერებს შეხვდა
შემდეგი სტატიაადვოკატები ვანო მერაბიშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვას ითხოვენ