20.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

ხმაური ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვაზე: ჯაფარიძის თქმით, სააკაშვილი დარბაზიდან იძულებით გაიყვანეს

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მიმდინარე დახურულ სასამართლო სხდომაზე ხმაური იყო. ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბადრაგის თანამშრომლებმა დარბაზიდან ფიზიკური ძალით გაიყვანეს.

ჯაფარიძის თქმით, ინციდენტი მოსამართლის მიერ სხდომის მოულოდნელ დახურვას მოჰყვა, რადგან დაცვის მხარის მოთხოვნის მიუხედავად, სააკაშვილს სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიეცა.

„საბადრაგო სამსახურის მხრიდან რა იყო, ზუსტად ვერ გავიგე, თუმცა ფიზიკურად მოკიდეს ხელი და ფიზიკური ძალით გაიყვანეს“, — აღნიშნა პოლიტიკოსმა.

banner
წინა სტატიაშიგია ნოდია: სტუდენტურმა მარათონმა დაამსხვრია მითი, თითქოს ქართველებს დამოუკიდებელი მოქმედება არ შეუძლიათ
შემდეგი სტატიაგიორგი შარაშიძე აშშ-ის დელეგაციასთან შეხვედრაზე: პარტნიორები “ოცნებისგან” ურთიერთობების “გადატვირთვისთვის” რეალურ ნაბიჯებს ელიან