ხმაური დევნილთა სამინისტროსთან – დევნილები საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას მოითხოვენ

დევნილთა სამინისტროსთან დღეს ხმაური იყო. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილები მათი ბინებით უზრუნველყოფას მოითხოვდნენ. მათივე თქმით, ადგილი აქვს თაღლითურ სქემას და განზრახ არ ხდება მათთვის ქულების მინიჭება და ბინების გადაცემა. ისინი დევნილთა სამინისტროს უყურადრებობაში ადანაშაულებენ და უწყებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

„2013 წელს დავწერე აქ განცხადება ბინაზე. მაშინ იყო განაწილება ნახალოვკაში, იმის მერე 10 ბინა განაწილდა. მოვითხოვ ახლა, გენინსპექცია დაჯდეს, დევნილთა სამინისტროსი, როგორ იღებენ ესენი ფულებს, როგორ ანაწილებენ ესენი ბინებს. არც ცხელი ხაზი მუშაობს, არც არაფერი, საერთოდ მკვდარია დევნილთა სამინისტრო,“ – განაცხადა აქციის მონაწილე ერთ-ერთმა დევნილმა.
დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის დეპარტამენტის სპეციალისტის თქმით, ის დევნილები, რომლებსაც არასდროს სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება არ მიუღიათ, რიგითობის მიხედვით, საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილდებიან.

„ბინები ნაწილდება მინისტრის 320-ე ბრძანების შესაბამისად. მათ ენიჭებათ ქულები შესაბამის კრიტერიუმებში და ამ ქულების მიხედვით, რიგითობის მიხედვით, ყველა დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართებით, ის დევნილები, რომლებსაც სახელმწიფოსგან არასდროს არაფერი მიუღიათ,“ – განმარტა დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის დეპარტამენტის სპეციალისტმა, დავით ნარსიამ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე,რევაზ ქობალიამ შეცვალა
შემდეგი სტატიავახტანგ ყოლბაია ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ არად ბენკოს შეხვდა