ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე – ერთმანეთს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” დეპუტატები დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება 2023 წლის ბიუჯეტის კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობას მოჰყვა. ცვლილებებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრები აკრიტიკებდნენ.
ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი ამბობდა, რომ ცვლილებები “შევარდნაძის დროინდელი ბიუჯეტის ამსახველია”. კრიტიკამ “ქართული ოცნების” წევრების გაღიზიანება გამოიწვია, რაც ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა.
საბოლოოდ, ცვლილებების პროექტი “ოცნებამ” ერთპარტიულად მიიღო, რადგან ოპოზიციის წევრებმა ჩხუბის შემდეგ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.