ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდის #6 საარჩევნო უბანზე – ოპოზიციის მხარდამჭერი ხმის მისაცემად არ შეუშვეს

სამეგრელოში საპრეზიდენტო არჩევნები მთელი დღეა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ ზუგდიდის მე-6 საარჩევნო უბანზე ისევ ხმაური იყო, სადაც ოპოზიციის მომხრეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს.

როგორც საარჩევნო უბანზე ამბობენ ამ ამომრჩეველს მარკირება გავლილი ჰქონდა. თუმცა საწინააღმდეგოს აცხადებს მოქალაქე და ამბობს, რომ მას ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია და შესაბამისად მარკირება ვერ ექნებოდა.

დაპირისპირების გამო, ამომრჩეველი კიდევ ერთხელ გადამოწმდა, რის შემდეგაც კომისიის წევრების ხმა ორად გაიყო. ერთი ნაწილი ამტკიცებდა, რომ მას მარკირება ჰქონდა, მეორე ნაწილი კი საწინააღმდეგოს აცხადებდა. საბოლოო ჯამში ამ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს.

„მოვედი, ხელებს მიმოწმებდნენ და გინდა თუ არა ნამყოფი ხარო. არადა ნამდვილად არ ვარ ნამყოფი. პირველად მოვედი. არ ვიცი როგორ დავამტკიცო,“-განაცხადა მოქალაქემ.

ადგილზე მივიდნენ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები და ასევე საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრები. ადგილი ჰქონდა მათ შორის საკმაოდ ხმამაღალი საუბარს.

banner
წინა სტატიაშისამოქალაქო თვითშეგნება-სამამულო ომის მონაწილე 90 წლის ქალბატონი არჩევნებზე
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი : პოლიციის თითოეული თანამშრომელი საარჩევნო უბნებთან კანონით დასაშვებ რადიუსში მოქმედებს