ხმაური და დაპირისპირება თელავის მე-17 საოლქო საარჩევნო კომისიაში

თელავის მე-17 საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში ხმაური და დაპირისპირება იყო. “ლეიბორისტული პარტიის” თელავის მერობის კანდიდატმა, ნიკოლოზ ვარდოშვილმა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალმახელიძე კანდიდატად რეგისტრირების პროცესის ხელშეშლაში დაადანაშაულა.

ვარდოშვილი თავმჯდომარის კაბინეტში საკუთარ მხარდამჭერებსა და ჟურნალისტებთან ერთად შევიდა და პასუხი ოფიციალურად მოითხოვა.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პარტიის წევრებს შენობის დატოვებისკენ მოუწოდა და მათ გასაყვანად პოლიცია გამოიძახა.

ოპოზიციური პარტიის მერობის კანდიდატის თქმით, კალმახელიძეს მასთან პირადი წყენა აქვს, რაზეც მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზეც ილაპარაკა. პირად წყენას ოლქის თავმჯდომარე არ ადასტურებს და ნიკოლოზ ვარდოშვილს დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.

თელავის მერობის კანდიდატი რეაგირებას ცესკოსგან ითხოვს.

სამართალდამცავებმა ინციდენტთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩაატარეს და რეაგირების ოქმი შეადგინეს.

banner
წინა სტატიაშიკინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს 10 სექტემბერს წარადგენენ
შემდეგი სტატია112-ში უამინდობასთან დაკავშირებით ათეულობით ზარი შევიდა