ხმაური და დაპირისპირება რუსთავში – პოლიციამ ენმ-ის წევრი, გიორგი კაპანაძე დააკავა

რუსთავში 74-ე უბანზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიორგი კაპანაძე პირდაპოირ ეთერში სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით უბნიდან გაიყვანეს, მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს.

პოლიციელებს მედიასთან არ განუმარტავთ რის გამო დააკავეს გიორგი კაპანაძე, რომელიც უბანზე “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა.

საარჩევნო უბანზე გიორგი კაპანაძე აკაკი ბობიხიძესთნა ერთად “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ დაფიქსირებული დარღვევების გამო იყო მისული. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ უბანზე ამომრჩეველთა იდენტიფიცირება ხდებოდა. კერძოდ, კომისიის თავმჯდომარე ამომრჩევლის საარჩევნო ნომრებს იწერდა და ამ გზით არკვევდა იყვნენ თუ არა “ქართული ოცნების” პოტენციური ამომრჩევლები მისული უბანზე.

გარდა ამისა, ოპოზიციის წევრების ცნობით, 74-ე უბნიდან მათი დამკვირვებლებიც გამოაძევეს. სწორედ ამის გასაპროტესტებლად იმყოფებოდნენ ოპოიციონერები უბანზე მისული.

“კანონი იძლევა საშუალებას, რომ უბანი დაატოვებინონ, მაგრამ დააკავონ და საერთოდ ჩამოაშორონ არჩევნებს არანაირი ინტერპრეტაცია კანონის ამის საფუძველს არ იძლევა”,- თქვა კაკო ბობოხიძემ .

banner
წინა სტატიაშიპენიტენციური სამსახური – სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს N12 დაწესებულების ტერიტორიაზე ხდება სპეცრაზმისა და პოლიციის კოლონების შეყვანა
შემდეგი სტატიაჩემი გამარჯვება იქნება ბატონი მიხეილის გამარჯვებაც – ანზორ მელია