ხმაური და დაპირისპირება რუსთაველზე – შვილმკვდარი მამების აქციაზე ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა

ხმაური რუსთაველის გამზირზე – შვილმკვდარი მამების აქციაზე სიტუაცია რამდენიმე წუთის წინ კიდევ ერთხელ დაიძაბა.

პოლიციამ ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს კარვების გაშლის საშუალება დრეს უკვე მეორედ არ მისცა, რასაც ინციდენტი და პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად მოქალაქეები უკვე იკრიბებიან.

ზუსტად 20:00 საათზე კი შვილმკვდარი მამები საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.

მათი თქმით, ისინი გაჩერებას არ აპირებენ. აქცია გაგრძელდება და ის უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით ორგანიზებულ მიღებას დაესწრო
შემდეგი სტატიაგურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონია