ხმაური და დაპირისპირება გორში – ადგილზე ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ჩავიდნენ

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი სექტემბერი 14, 2018 15:32

ხმაური და დაპირისპირება გორში – ადგილზე ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ჩავიდნენ

მნიშვნელოვანი

  • გორის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრები და სოფელ ხელთუბნის სხვა მცხოვრებლები ამ წუთებში საპროტესტო აქციას გორის ცენტრში მართავენ. მანამდე მათ გორის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს.

სხვა სტატიები

გორის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრები და სოფელ ხელთუბნის სხვა მცხოვრებლები ამ წუთებში საპროტესტო აქციას გორის ცენტრში მართავენ. მანამდე მათ გორის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს.

გორში ჩამოსულები არიან შვილმოკლული მამები, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომლებიც აქციას შეუერთდნენ.

გორში სამხარეო ადმინისტრაციის ყოფილ შენობასთან, სადაც აქციის მონაწილეები იმყოფებიან, დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

მერებაშვილის ოჯახს ამ დრომდე არ აქვს პასუხი, რამ იმსხვერპლა 18 წლის ახალგაზრდა. ისინი საქმეზე ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.

თორნიკე მერებაშვილის ოჯახი სამართალდამცავებს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.

“ჩემი შვილი მოკლეს, მალავენ, ზევიდან არის დარეკილი. მოვითხოვ, მოვიდეს შს მინისტრი, გენერალური პროკურორი, შემხვდეს პრემიერი. მე დასაკარგი არაფერი მაქვს, შვილი დავკარგე, ამაზე უარესს მიიღებენ, ეს არის ზღაპარი,”- განაცხადა გარდაცვლილი მერებაშვილის მამამ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი სექტემბერი 14, 2018 15:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,698
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics