ხმაური და დაპირისპირება ბათუმის უნივერსიტეტში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტი გრძელდება. ახალგაზრდებმა გუშინ ღამე ისევ უნივერსიტეტში გაათენეს. დილით, სტუდენტების ინფორმაციით, დაცვის თანამშრომელმა, რომელიც უნივერსიტეტში მანამდე არავის უნახავს, სტუდენტ გოგოს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მაშინ როცა მას თანატოლებთან შესვლა სურდა. სტუდენტებმა დაცვის თანამშრომელს შენობა დაატოვებინეს.

“შეკრებილი ვართ უნივერსიტეტში, ყველამ კარგად იცის, აქ ვათევთ ღამეს და ვეცვლებით სტუდენტები ერთმანეთს. რატომ ხდება საერთოდ ეს ყველაფერი, რომ საჯარო უნივერსიტეტებში იკეტება კვირას კარი. სტუდენტს არ აქვს საშუალება გამოიყენოს ბიბლიოთეკა, არ გვაქვს საშუალება, რომ ამ პროტესტს სხვა სტუდენტები შემოუერთდნენ, ეს არის სამარცხვინო და მითუმეტეს, დღეს, გამოგზავნეს დაცვის პოლიციელები, რომლებიც საერთოდ არ აგებენ პასუხს უნივერსიტეტის უსაფრთხოებაზე და ამ ხნის განმავლობაში, ვერ ვხედავდით მათ,” – ამბობს სტუდენტი.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვმა დავით კეზერაშვილი დაუსწრებლად დააპატიმრა
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება” საბოლოოდ იხსნის ნიღაბს, გადადის ყველა ტიპის ძალადობაზე და უკანონობის “კანინიერებად” გასაღებაზე“ – გიორგი (გიგიშა) პატარიძე