ხმაური და დაპირისპირება ახალქალაში – ერთმანეთს ფიზიკურად უბნის კომისიის თავდჯდომარე და დამკვირვებელი დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება ახალქალაქში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე – სოფელ კუმურდოში მდებარე #69 უბანზე ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას, კომისიის თავმჯდომარეს და დამკვირვებელს შმაგი ჩოხელს შორის. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელმა შმაგი ჩოხელმა მოითხოვა უბნიდან უცნობი პირის გასვლა, რომელიც სამაგიდო სიებს ათვალიერებდა. ის შეეცადა ტელეფონით გადაეღო ის პირი, ვინც სიებით ინტერესდებოდა, რასაც აგრესია და შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

„შემოვიდა უბანზე უცხო პიროვნება, მივიდა რეგისტრატორებთან, სადაც არის სამაგიდო სიები და იმ სიებში იქექებოდა. მეორე დამკვირვებელმა იკითხა რა ხდებოდა და სურათის გადაღება უნდოდა და წამოვიდა აგრესია. მე ვუთხარი, რომ აქ რაღაც დარღვევას აქვს ადგილი და მე გადავიღებ ახლა ვიდეოს და ნახავს საზოგადოება. როგორც კი ეს ვთქვი ეგრევე წავიდა აგრესია,“-განაცხადა შმაგი ჩოხელმა.

კომისიის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ მან შმაგი ჩოხელს აუხსნა, რომ გადაღება არ შეიძლებოდა, თუმცა მის მითითებას დამკვირვებელი არ დაემორჩილა.

საარჩევნო უბანზე ამბობენ, რომ შმაგი ჩოხელი საუბნო კომისიის წევრებს საპირფარეშოში გასვლას უშლის. თავად დამკვირვებელი ამბობს, რომ ისნი უბრალოდ აგონიაში არიან.

ამავე უბანზე ადგილი ჰქონდა საარჩევნო კაბინის გარეთ ხმის მიცემის შემთხვევას. ამომრჩეველმა 48 ნომერი შემოხაზა ისე რომ ეს კომისიის წევრებს დაენახათ.

საარჩევნო უბანზე სიტუაცია პოლიციამ დაარეგულირა.

შმაგი ჩოხელი კი აცხადებს, რომ ის ამ უბანზე დაფიქსირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით სამართალდამცავებს მიმართავს.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს, იმედია ადამიანები, რომლებიც კბილებით ინარჩუნებენ დემოკრატიას დააფიქსირებენ არჩევანს“ – გრიგოლ ვაშაძე
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტის პროექტისთვის The New York Times-ის ყოველწლიური გამოცემის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა