ხმაური და დაპირისპირება ახალქალაქში – პრემიერმა წარდგენის ღონისძიება დატოვა

„ოცნებაში“ ახალი განხეთქილება მზადდება?!

ხმაური და დაპირისპირება ახალქალაქში. ერთმანეთს ადგილობრივი და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატები დაუპირისპირდნენ, რომლებიც ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები არიან.

დაპირისპირება პრემიერმინისტრის თანდასწრებით ახალი მაჟორიტარების წარდგენის ღონისძიებაზე მოხდა. გიორგი კვირიკაშვილმა დაპირისპირების ადგილი დატოვა.

პრემიერმინისტრის მიერ მაჟორიტარობის კანდიდატად სასახელებულმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ენძელ კოიანმა მოსახლეობას სიტყვის მიმართა და 4 წლიან ისტორიაზე ისაუბრა. მიმართვის დასრულების შემდეგ ასევე, დამოუკიდებელმა დეპუტატ სამველს პეტროსიანსა და ენძელ კოიანს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

პეტროსიანი კოიანის კანდიდატად დასახელებას აპროტესტებდა. პროტესტი დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა.

banner
წინა სტატიაშიგუბაზ სანკიძე: არის რამოდენიმე დაჯგუფება ქვეყნის გარეთ, რომლის ინტერესშიც ალბათ არ შედის საქართველოში სტაბილური ვითარება
შემდეგი სტატიაეროვნული ფორუმის მაჟორიტარობის კანდიდატები ცნობილია