6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

ხმაური ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან – 48 წლის გურამ ბერიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას მისი ოჯახი აპროტესტებს

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ხმაური იყო.

48 წლის გურამ ბერიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას მისი ოჯახი აპროტესტებდა.

მათი განცხადებით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ოჯახი უმკაცრეს სასჯელს ითხოვდა.

“გასული წლის 25 მაისს ბათუმში მკვლელობა მოხდა, ჩემი ქმარი ჩასაფრებით მოკლეს….. მკვლელობაში ბრალდებულს 13 წელი მიუსაჯეს. უმაღლეს სასჯელს ვითხოვთ. მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. გაჩერებას არ ვაპირებ, სტრასბურგში გავასაჩივრებთ. 48 წლის გურამ ბერიძეა მოკლული. 9 თვეა ველოდები სამართლიან გადაწყვეტილებას. 5 წელი მკვლელობის და 7 წელი იარაღის ტარების გამო მიუსაჯეს, ესაა სამართალი?”, – აცხადებს მოკლულის მეუღლე.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპის თქმით, “მშვიდობის საბჭოს“ გაერო-ს შეფასების ფუნქცია ექნება
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: არანაირ საპროცესო გარიგებაზე, არანაირ კომპრომისზე ამ საქმეში წასვლას არ ვაპირებ