ხმაური ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის დღევანდელ სხდომაზე, რომელზეც ქალაქის სამი უბნის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში ჩასწორება განხორციელდა, ხმაური იყო.

პროცესი ოპოზიციის დამკვირვებლებმა გააპროტესტეს. ისინი ამტკიცებენ, რომ ჩასწორება არა საჩივრების საფუძველზე, არამედ მმართველი გუნდის წარმომადგენლების სურვილისამებრ განხორციელდა.

„ერთხელ ჩაასწორეს ოქმები, მეორედ ჩაასწორეს, გაუგებარია, მესამედ რაღას ასწორებენ. მაინც დისბალანსია და ამის გასწორება ვერ მოახერხეს, რამდენიმე წუთში გადაასწორეს ოქმები, ისე როგორც მათ უნდოდათ და დაასრულეს“, – ამბობს საოლქო კომისიის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ კახა ჯაიანი.

საოლქო კომისიის იურისტის, ზვიად სურმანიძის თქმით კი, აჟიოტაჟი უსაფუძვლოა, რადგან ოქმებში მინიმალური ტექნიკური ხარვეზი გასწორდა.

„ოთხი ბიულეტენი ჰქონდა ბათუმელ ამომრჩეველს. აღმოჩნდა ისე, რომ პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს პროპორციული, თუ მაჟორიტარული მიმართულებით, ამ უბნებზე შემაჯამებელ ოქმებში ამომრჩევლების რაოდენობა ერთმანეთისგან განსხვავდებოდა თითო-ოროლა ადამიანით, მოხდა ამ ტექნიკური ხარვეზის გასწორება, რასაც არ სჭირდება ბევრი დრო“, – ამბობს ზვიად სურმანიძე.

banner
წინა სტატიაშიკელი: როგორ შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს კავკასიაში რუსული ოკუპაციის დამტკიცების მილოცვა?
შემდეგი სტატიათბილისის მეტროსადგურებში მგზავრთა ნაკადის კონტროლიგრძელდება