ხმაური ბათუმის საკრებულოში: ბათუმის საკრებულოდან ოპოზიციის წევრები პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა

ბათუმის საკრებულოში ხმაურია. ბიუროს სხდომაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო, ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ. ადგილზე იმყოფებიან ენმ-ს ლიდერები გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე, ელგუჯა ბაგრატიონო. ასევე ირაკლი კუპრაძე და სხვები. ვითარება დაძაბულია.

ბათუმის საკრებულოდან ოპოზიციის წევრები პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა. ვითარება ბიუროს სხდომაზე იმდენად დაიძაბა, რომ ხელჩართულ დაპირისპირებამდე მივიდა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულოს ძველი შემადგენლობით სურს წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის – 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცება, რასაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება და აპროტესტებს ბიუჯეტის დამტკიცების საკითხის დღის წესრიგში შეტანას.

banner
წინა სტატიაშითამარ ოქროპირიძე ირწმუნება, რომ სასამართლო სისტემაში “კლანის” არსებობის შესახებ არაფერი სმენია
შემდეგი სტატიაელენე გიორგაძე – მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით კრიტიკული რეჟიმი გავლილია, ახლა არის ჩვეულებრივი კვების გაფართოების რეჟიმი