“ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება,” – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. გიორგი კვირიკაშვილი ხმის მისაცემად საკუთარ შვილთან და მეუღლესთან ერთად, საბურთალოზე, მე-4 ოლქის 24-ე საარჩევნო უბანზე მივიდა.

პრემიერმა საკუთარი ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.

„მე ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველას, ეხალისება ცხოვრება სადაც ურბანული ტრანსპორტი მოწესრიგებულია, სადაც მწვანე ზონებია, იმისათვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა თავისუფლად ისუნთქონ, სადაც განათლების სისტემა მოწესრიგებულია და სადაც არის მაღალი ეკონომიკურ დინამიკა, სადაც მეწარმეებს უხარიათ ბიზნესის წამოწყება. მე მივეცი ხმა კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“სამ ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე” – პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა
შემდეგი სტატიანიკა მელია – მომდევნო ათწლეული დამოკიდებულია დღევანდელ არჩევნებზე