ხმა მივეცი ერთ-ერთს 4 პარტიიდან, რომელიც პრეზიდენტის ქარტიის ხელმომწერია-ბაჩიაშვილი

მე მივეცი ხმა იმ ერთ-ერთ ოთხ პარტიას, რომელიც არის პრეზიდენტის ქარტიის ხელმომწერი და მე მჯერა, რომ ეს ოთხი პარტია ერთად, შეძლებს და შეიყვანს საქართველოს ევროპაში – ეს განცხადება გააკეთა საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ, გიორგი ბაჩიაშვილი.

ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელსაც ოლიგარქი ახლა უჩივის და რომელზეც სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, ოლიგარქთან დაკავშირებით დღეს ბევრს არ საუბრობს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ “ივანიშვილს არ აქვს პასუხი და ვერც ექნება და მოუწევს სიმართლის თქმა”.

“მე ყველაფრისთვის მზად ვარ, არაფერს ველოდები, ყველაფრისთვის მზად ვარ” – ამბობს ბაჩიაშვილი შეკითხვაზე, ელოდება თუ არა დაკავებას, მისი მხრიდან, ივანიშვილის საჯარო მხილების შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში მოქალაქის თქმით, გადასატანი ყუთის დამკვირვებელმა ბიულეტენი მის ნაცვლად გააფერადა
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი: ამორალურია ეთნიკური უმცირესობის გამოყენება არჩევნების გაყალბებისთვის