“ხმა ამოიღე” – სახალხო პროტესტს ქალაქ ჯვარის 1-ელი და მე-3 საჯარო სკოლების მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები უერთდებიან. მოსწავლეები, რომლებმაც სკოლის კედლებზე წარწერა – “ხმა მაოიღე” გააკეთეს, პედაგოგებს გვერდით დგომისკენ მოუწოდებენ. აღსანიშნავია, რომ მასწავლებელთა ნაწილი მოსწავლეთა პროტესტს უკვე შეუერთდა.