ყიზილაჯლოში ერთ-ერთ ოჯახს 50 რქოსანი პირუტყვი დაეხოცა

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი პირუტყვის საძოვრად იქცა

მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში გახაჯოვების ოჯახს 50 სული რქოსანი პირუტყვი დაეხოცა.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ რქოსანი პირუტყვები მწერების, ტკიპას საწინააღმდეგო წამლით დაბანეს და მინდორში გაუშვეს, ნახევარ საათში კი ყველა დახოცილი დახვდათ.

ფაქტზე მოკვლევა უკვე დაიწყო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ.

“ინფორმაციის მიღებისთანავე სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლები ვითარებას გაეცნენ და ლაბორატორიული კვლევისთვის პათოლოგიური მასალის ნიმუშები აიღეს, რის შემდეგაც დადგინდება პირუტყვის დაცემის მიზეზი. მიმდინარეობს მოკვლევა, რომლის შედეგებსაც სურსათის ეროვნული სააგენტო მიღებისთანავე გაასაჯაროვებს“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიხაშურში ქალი მოკლეს
შემდეგი სტატიაქართულმა ღვინის კომპანიამ ქინძმარაული პუტინის ფორმის თიხის ჭურჭელში ჩამოასხა