ყიზილაჯლოს, ჯიხაშკარისა და განმუხურის საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის შედეგების დათვლა მიმდინარეობს

ყიზილაჯლოს, ჯიხაშკარის და განმუხურის საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინაროებს.

20:00 საათისთვის საარჩევნო უბნები დაუხურა და რაიმე გართულებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა საარჩევნო უბნების სიახლოვეს სამართალდამცველთა მობილიზება შეინიშნება.

მთელი დღის განმავლობაში აღნიშნულ უბნებზე სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ქონია და არჩევნებიც მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

საარჩევნო უბნებში ვარაუდობენ, რომ ხმების დათვლის პირველი მონაცემები დაახლოებით ორ საათში გახდება ცნობილი.

ზუგდიდისა და მარნეულის ოთხ საარჩევნო უბანზე 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა.

ჯიხაშკარსა და ყიზილაჯლოში 8 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტების გამო არჩევნები ჩაშლილად გამოცხადდა, განმუხურში – შედეგები ბათილად ცნეს.

რაც შეეხება ამ საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატებს; ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატია ედიშერ თოლორაია, რომელსაც 47, 37 პროცენტი აქვს; „ნაციონალური მოძრაობიდან“ – სანდრა რულოვსი 45, 71 პროცენტით.

მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატია აკმამედ იმამკულიევი – 47, 91 პროცენტით;„ქართული ოცნების“ – თამაზ ნავერიანი 43, 41 პროცენტით.

banner
წინა სტატიაშითურქეთის ერთ-ერთ პორტში ქართველი მეზღვაური გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაცესკო განმეორებით კენჭისყრაზე ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემებს აქვეყნებს