ყიზილაჯლოს 49-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო

ყიზილაჯლოს 49-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. „მრავალეროვანი საქართველოს“ და საია-ს წარმომადგენლების ინფორმაციით,

ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც მარკირებაგავლილი ამომრჩეველი ხმის მიცემას განმეორებით აპირებდა. ინციდენტი რამდენიმე წუთის შემდეგ ამოიწურა, რაც მარკირებაგავლილი ამომრჩეველი უკან გააბრუნეს.

„ამომრჩეველი მოვიდა, რომელიც მარკირებული იყო და გავაბრუნეთ უკან, უბანზე არ შემოსულა. შეფერხებას და გაყალბებას ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა საოლქო-სარჩევნო კომისიის წევრმა გიორგი თაბუკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ევროპული საქართველოს“ ამომრჩევლებს მიშა რომ სდომებოდათ, წავიდოდნენ და 5-იანს შემოხაზავდნენ”
შემდეგი სტატია17:00 საათის მონაცემებით, ფოთში არჩევნებში 19 738-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა