“ყირიმში ისე იგერიებდნენ უკრაინელების შეტევას, რომ შედეგად საკუთარი თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ასე ვთქვათ, ბრძოლა გრძელდება“, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების სპიკერმა დიმიტრი პლეტენჩუკმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
მან ასევე დასძინა, რომ დროებით ოკუპირებულ ყირიმზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად რუსული ნავთობის კიდევ ერთი ბაზა დაიწვა, რის გამოც ნახევარკუნძულზე საწვავის მარაგები კიდევ უფრო შემცირდება.
















