ყირიმში რუს ჯარისკაცებს მოწამლული წყალი მიჰყიდეს – 4 მოკვდა, 3 მომაკვდავია [VIDEO]

ოკუპირებულ ყირიმში ბაზირებულ რუს ოკუპანტებს, სავარაუდოდ, მოწამლული ან ინფიცირებული სასმელი წყალი მიჰყიდეს, შედეგად კი მათ, ვინც წყალი პირველებმა დალიეს, უცნაური სიმპტომები დაეწყოთ, რომელიც მალე ბოდვასა და კრუნჩხვაში გადაიზარდა, სამი მათგანისთვის კი ეს წყლის ბილო დალევა აღმოჩნდა.

როგორც დანარჩენი ოკუპანტები იხსენებენ, წყლის დალევის შემდეგ ჯარისკაცებს ჯერ კიდურების, მერე მთელი სხეულის ცახცახი დაეწყოთ, ამას დაემატა ოფლიანობა და გონების დაბინდვა, არაადეკვატური ქცევა. ჯარისკაცები ვერ ამბობდნენ თავიანთ სახელს, დაბადების დღესა და წელს, ვერ ცნობდნენ გარშემომყოფებს. მოგვიანებით სამ მათგანს კრუნჩხვები დაეწყო, რასაც დუჟის დენა ახლა.

წყლის მიღებიდან 3 საათში 4 ჯარისკაცი მოკვდა, სამის გადარჩენას კი ამ დრომდე ცდილობენ. ერთი, ჯერჯერობით ცოცხალი ჯარისკაცის ვიდეო ინტერნეტშიც გავრცელდა, რომელიც ვერ ლაპარაკობს, წონასწორობას ვერ იცავს, სწორად ვერ პასუხობს თანამებრძოლის შეკითხვაზე, რამდენ თითს აჩვენებს.

რა მოხდა და რამ გამოიწვია ინფიცირება, ამ დრომდე არავინ იცის, თუმცა, გავრცელდა ბიდონის ფოტო ეტიკეტით, რომელშიც, სავარაუდოდ, ინფიცირებული წყალია.

ამას ისიც დაემატა, რომ მარკეტი, საიდანაც წყალს ყიდულობდნენ, დაკეტილია, მეპატრონე კი აორთქლდა…

ყურადღება: თანდართული ვიდეო შეიცავს მძიმე სცენას!!!

banner
წინა სტატიაშიგამოკითხულ ისრაელელთა უმრავლესობა ღაზაში ომის დასრულების მომხრეა, მაგრამ ერთი პირობით
შემდეგი სტატიამეუფე ჯამდელიანის დავალებით, მის ცოლისძმას ესროლეს – ელისო კილაძე