ყირიმში მომხდარი აფეთქების უკან უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალები დგანან – Sky News

უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებმა გუშინ ყირიმში, რუსეთის ავიაბაზაზე ოპერაცია ჩაატარა, – Sky News-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გამოცემას უკრაინელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.

გუშინ, რუსეთის მიერ ანექსირებულ ნახევარკუნძულზე, ზღვისპირა კურორტებთან ახლოს მდებარე „საკის“ აეროდრომზე რამდენიმე აფეთქება მოხდა. ყირიმის ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, ერთი ადამიანი საშუალო სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხუთმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, აფეთქება საბრძოლო მასალის დეტონაციამ გამოიწვია. სამხედრო აეროდრომი, საკის რაიონის სოფელ ნოვოფიოდოროვკას მახლობლად მდებარეობს, რომელიც გამოიყენება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ავიაციის – თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისთვის, მათ შორის, საზღვაო ავიაციისთვის.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია, ვულოცავ ჩვენს საამაყო ქალბატონებს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ
შემდეგი სტატიაშრომის ინსპექციის სამსახურმა 127 კოვიდკლინიკა შეამოწმა, საიდანაც დარღვევა 90 დაწესებულებაში დადგინდა