ყირიმში მდებარე რუსული ავიაბაზის მხრიდან აფეთქებების ხმა ისმის

ყირიმის დასახლება ნოვოფიოდოროვკას მახლობლად მდებარე რუსული სამხედრო აეროდრომის მხრიდან აფეთქებების ხმა ისმის. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

როგორც ადგილობრივი მოსახლეობა იუწყება, დასახლებაში მინიმუმ სამი ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს, ხოლო რუსული ავიაბაზის მხრიდან კვამლი ჩანს. აეროდრომის ქალაქ ევპატორიიდან დაახლოებით 30 კმ-ში მდებარეობს.

გამოცემა Mash იუწყება, რომ მოსახლეობამ 6-7 აფეთქების ხმა გაიგეს. ადგილობრივების ცნობით, მათ დიდი რაოდენობით სასწრაფო დახმარების მანქანა დაინახეს.

ყირიმის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლეგ კრიუჩკოვმა დაადასტურა, რომ ნოვოფიოდოროვკასთან რამდენიმე რამდენიმე აფეთქება მოხდა. სხვა დეტალები მას არ დაუკონკრეტებია.

banner
წინა სტატიაშიგია ცაგარეიშვილი – „ზონდერ“ მელიასგან და ავაზაკი ადამიანისგან ვერავითარ შეგონებას ვერ მოვისმენ – მოსკოვის ავანსცენებზე გედების ტბა” რომ დაიდგმევა და ხოშტარიას იქიდან ფულს გადმოურიცხავენ, მერე მოდის ეტყობა „იშტაზე“
შემდეგი სტატიათიბისიმ და FMO-მ 300 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს