ყირიმს სავარაუდოდ, სამხედრო გზით გავათავისუფლებთ, რადგან სხვა ვარიანტები არ გვაქვს – დანილოვი

„[ყირიმს] გავათავისუფლებთ და დიდი ალბათობით, ეს სამხედრო გზით მოხდება, თუ იმ დროისთვის, აგრესორი ქვეყანა ვერ გაიგებს, რომ უნდა დატოვოს ჩვენი ტერიტორია. სხვა ვარიანტი არ გვაქვს.

იქნება თუ არა ეს რთული? დიახ – რთული იქნება. ეცდებიან თუ არა ჩვენს გადარწმუნებას ფარულად? სავარაუდოდ, შეტყობინებები გამოიგზავნება“, – აცხადებს დანილოვი.

მისივე თქმით, ყირიმის დეოკუპაციის გარეშე არ შეიძლება, ომი დასრულებულად ჩაითვალოს.

„ეს კი იმას ნიშნავს, რომ შემდეგი თაობები ვერ შეძლებენ მშვიდად ცხოვრებას და ომი, მემკვიდრეობით გადავა. მხოლოდ ყირიმის ტერიტორიიდან რუსეთის გაძევებით გავიგებთ, რომ ჩვენს სახელმწიფოს ექნება უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები, გარკვეული პერიოდის განმავლობაში“, – ამბობს ოლექსი დანილოვი.

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკი ათენში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა
შემდეგი სტატიაუკრაინამ ევროკავშირისგან 1,5 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების მორიგი ტრანში მიიღო