რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ამის შესახებ თურქეთი პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა. ერდოღანი ყირიმის პლატფორმის სამიტს ონლაინ რეჟიმში ჩაერთო:
“ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი ურყევია. ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნება საერთაშორისო სამართლის მოთხოვნაა.” აღნიშნა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყირიმის ანექსიამ, რომელსაც თურქეთი თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა, კიდევ უფრო გაართულა ყირიმელი თათრების მდგომარეობა, რომლებმაც 80 წლის წინ დეპორტაცია განიცადეს.
ცნობისთვის, კიევში ყირიმის პლატფორმის სამიტი იმართება.