ყირიმის ხიდის აფეთქების ავტორმა დეტალი დააზუსტა

ამერიკელმა ჟურნალისტმა ტომ როგანმა თქვა, რომ არ ნანობს თავისი სტატიის შესახებ, სადაც ის რუსეთის მიერ ყირიმში გახსნილი 17 კილომენტიანი ხიდის დაბომბვაზე წერს – Washington Examiner-ის თავის სვეტში დაწერა.
მასალაში ჟურნალისტი თავის წინა სტატიაზე საუბრობს. “ვნანობ თუ არა ჩემს სტატიას? არა, იმ ფაქტის გარდა, რომ შემეძლო ცოტა მეტი ახსნა-განმარტება გამეკეთებინა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მსხვერპლის გარეშე უნდა მოხდეს” – წერს როგანი და ამატებს, რომ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ “ტვიტერში” მან ათობით მუქარა მიიღო. სვეტის ბოლოში ის წერს, რომ რუს ხალხს და რუსეთის ისტორიას პატივს სცემს, თუმცა, არანაირ პატივისცემას არ გრძნობს ვლადიმირ პუტნის მიმართ.

15 მაისს კონსერვატიულმა ყოველკვირეულმა Washington Examiner 40 ათასიანი ტირაჟით რუბრიკა “აზრში” თავისი მუდმივი თანამშრომლის სტატია გამოაქვეყნა სათაურით Ukraine should blow up Putin’s Crimea bridge (უკრაინამ უნდა ააფეთქოს პუტინისეული ყირიმის ხიდი). ტექსტში ნათქვამია, რომ უკრაინამ უნდა ააფეთქოს ხიდი, რომ კიევმა მოსკოვს სიგნალი გაუგზავნოს, იმის ნიშნად, რომ უკრაინელები პუტინის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოფიციალურად მოპარვას არ ეთანხმებიან.
ავტორი დეტალურად აღწერს, თუ როგორ უნდა გაიგზავნოს ეს სიგნალი, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ მოხდეს და უკრაინის ავიაციაც დარტყმის ქვეშ არ აღმოჩნდეს. “საბედნიეროდ, უკრაინას გააჩნია შესაძლებლობა, რომელიც დარტყმის ჰაერიდან განხორციელების საშუალებას მისცემს ისე, რომ მინიმუმ დროებით მაინც გამოიყვანოს მწყობრიდან ხიდი” – წერს სვეტის ავტორი. ის ასევე აღიარებს, რომ მოქმედება კონფლიქტის დაძაბვას გამოიწევს, მაგრამ, ეს, ავტორის აზრით, ყველა შემთხვევაში გარდაუვალია.

ბრიტანელი ტომ როგანი უკვე წლებია ბრიტანულ და ამერიკულ მედიასთან თანამშრომლობს, ასევე, მას, როგორც ექსპერტს ტელეარხი Fox News-ი იწვევს.
Washington Examiner-ი თვლის, რომ მისი მთავარი კონკურენტები არიან ისეთი გაზეთები, როგორიცაა The Hill-ი და Washington Post-ი, თუმცა, “ბიბისის” აზრით, ეს მხოლოდ გამოცემის ამბიციებია.
რუსულმა საგამოძიებო სტრუქტურებმა ფსიქოლოგიურ-ლინგვისტური ექსპერტიზა დანიშნეს, რომ გაარკვიონ, არის თუ არა სტატიაში ტერორიზმისკენ მოწოდებები.

თვითონ Washington Examiner-ში სტატია და რუსული მხარის რეაქციებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. როგანი კი თავის “ტვიტერში” აქტიურად აკომენტარებს მისი მისამართით გამოთქმულ მუქარებს და არც ცდილობს თავის მართლებას – წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშისერგეი სკრიპალი საავადმყოფოდან გაწერეს
შემდეგი სტატია1,5 ტონა ჰეროინი და დასჯის უმკაცრესი მეთოდი – როგორი უნდა იყოს ნარკოპოლიტიკა?!