უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლის ანდრეი იუსოვის განცხადებით, შეიარაღებულ ძალებს უკვე შემუშავებული აქვთ ყირიმის დეოკუპაციისა და ქერჩის ხიდის განადგურების გეგმა.
იუსოვმა აღნიშნა, რომ რუსები ამჟამად დროებით ოკუპირებულ ნახევარკუნძულს „დიდ სამხედრო ბაზად“ იყენებენ.
მან დასძინა, რომ ოკუპირებული ყირიმი რუსებისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორიაა ლოგისტიკის თვალსაზრისით.
მან დასძინა, რომ თავდაცვის ძალებს აქვთ ნახევარკუნძულის დეოკუპაციის გეგმა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს დეტალები ჯერჯერობით არ გახმაურდება.
„უდავოდ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალებს აქვთ გეგმები უკრაინის მიწებისა და ნახევარკუნძულის დეოკუპაციის, ასევე, გეგმა იმისა, რომ გავანადგუროთ ყველა წინაღობა. ჩვენ არ გავაკეთებთ წინასწარ განცხადებებს“, – აცხადებს უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი.