ყირიმი შავ ზღვაში უსაფრთხოების გასაღებია… ჩვენ დავანგრევთ უკრაინის ნახევარკუნძულზე რუსეთის ტირანიას – ზელენსკი

“ყირიმი შავ ზღვაში უსაფრთხოების გასაღებია… ჩვენ დავანგრევთ უკრაინის ნახევარკუნძულზე რუსეთის ტირანიას”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყირიმი პლატფორმის სამიტის გახსნაზე ისაუბრა.

მისი თქმით, უკრაინამ აჩვენა, რომ სბარძოლო ოპერაციების მსვლელობისას მათი მიწის გათავისუფლება შემთხვევითობა არ არის და ეს დამსახურებულია: “ეს ჩვენი ხალხის გმირობა და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერაა”.

ზელენსკი აცხადებს, რომ ყირიმის პლატფორმის მთავარი მიზანი დეოკუპაციის მომზადებაა.

“ყველაფრის მიუხედავად, უკრაინული ძალები წინ მიიწევენ. ვინც რაც არ უნდა თქვას – წინ! მაშინ კი, როდესაც რუსეთი დაპყრობილი ტერიტორიებიდან უკან იხევს, ის უბრალოდ თვალებს ხუჭავს ამაზე, თავის სისუსტეზე. ასევე შეუძლია რუსულ საზოგადოებას თვალები დახუჭოს ოკუპანტების ყირიმიდან უკან დახევაზეც”, – განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშირუსეთის აგრესია ყირიმით დაიწყო და ყირიმში უნდა დასრულდეს -ნაუსედა
შემდეგი სტატია“ერთი ვიღაც ქართველი გოგოს გამო, ბიჭი უნდა დაღუპოთ?!” – შეტევა გალის აფხაზურ პროკურატურაზე (ექსკლუზივი)