ყირიმი დარჩა შუქის გარეშე

ყირიმი დარჩა შუქის გარეშეყირიმის ბევრ ქალაქში, ავტოგასამართ სადგურებზე გაჩნდა მანქანების დიდი რიგები. ადგილობრივი მოსახლეობა ყიდულობს სათბობის მარაგს დიზელის გენერატორებისთვის, ასევე მომავალში დეფიციტის თავიდან ასაცილებლად. „სათბობი, პრინციპში არის, მაგრამ ბევრი ათლიტრიანი კანისტრებით ყიდულობს სათბობს გენერატორებისთვის. ამის გამო რიგი ძალიან ნელა გადის“ – ამბობს ადგილობრივი მაცხოვრებელი. ამასთან, ის ბენზინ გასამართი სადგურები, რომელთაც დროზე ვერ მოახერხეს საწვავის მომარაგება დიზელის გენერატორებისთვის, დაკეტილია უშუქობის გამო. ავტონომიური რესპუბლიკის მასს მედიაში იბეჭდება იმ ავტოგასამართი სადგურების სიები, რომლებიც მუშაობენ. ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლება აცხადებს, რომ საწვავის მარაგი ჯერ კიდევ საკმარისია, თუმცა ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ არ არის საკმარისი არც ბენზინის გადამზიდი მანქანები და არც სხვა ტექნიკა საბითუმო ქსელების საწვავით მომარაგებისთვის. ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს გამოსავალი იპოვოს შექმნილი სიტუაციიდან, მაგალითად, იალტაში მსუბუქი ავტომანქანების მძღოლებს მოუწოდეს, ავტოგასამართ სადგურებზე რიგი დაუთმონ საზოგადო ტრანსპორტს.

banner
წინა სტატიაში,,მთავრობამ ყველანაირად უბიძგა საქართველოს, ზუსტად ის საფრთხე შექმნოდა, რაზეც ვიდეოში არის საუბარი”
შემდეგი სტატიარუსულ-თურქული გამბიტი