ყირიმი და დონბასი რუსეთ-გერმანიის ურთიერთობებს ტვირთად აწევს

რუსეთი და გერმანია შორს არიან ნორმალური ურთიერთობებისგან. ამის შესახებ მოსკოვში განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს. “ჯერ კიდევ არ არის შეხორცებული ჭრილობები, ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული საკითხები, პირველ რიგში ეს ეხება ყირიმის და დონბასის პრობლენებს, რომლებიც ტვირთად აწევს ორი ქვეყნის ურთიერთობებს”, – აღნიშნა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.
მისი თქმით, ის ჩავიდა მოსკოვში, რათა განიხილოს რუსეთის პირველ პირთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის საკითხი და ვიტარება უკრაინაში.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკის ყოფილი თავმჯდომარე დაურ ბარგანჯია
შემდეგი სტატიაქურთისტანი ერაყთან დათმობაზე მიდის