ყირიმელი თათრების დეპორტაციის წლისთავზე ევროკავშირმა რუსეთს ყირიმის რეპრესიის შეწყვეტისკენ მოუწოდა

ევროკავშირის წარმომადგენელმა უკრაინაში საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ყირიმელი თათრების დეპორტაციის შესახებ გაიხსენა და რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებებზე ისაუბრა – ევროკავშირის წარმომადგენლის “”ტვიტერზე” გამოქვეყნდა – უკრაინული eurointegration-ი წერს.

“დღეს საკუთარი სამშობლოდან ყირიმელი თათრების დეპორტაციის 77-ე წლისთავია. ჩვენ ყველა გვახსოვს, ვინც დაზარალდა. ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს ყირიმში აგრესია და ადამიანის უფლებების დარღვევა შეწყვიტოს. ევროკავშირი რუსეთის მიერ არაკანონიერად ანექსირებულ ნახევარკუნძულს არ აღიარებს ” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიიაპონელი ექიმები ოლიმპიადის გადადებას ითხოვენ
შემდეგი სტატიაშემოთავაზება თუ იქნება, თანახმა ვარ ვიყო მერობის კანდიდატი