ყირგიზეთში საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგებით, სადირ ჟაპაროვმა გაიმარჯვა

ყირგიზეთში 10 იანვარს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგებით, სადირ ჟაპაროვმა გაიმარჯვა. ცენტრალურმა სარჩევნო კომისიამ ხმების 100% უკვე დაითვალა. სადირ ჟაპაროვმა ხმების 79.23% აიღო. მეორე ადგილზე გავიდა ადახან მადუმაროვი, რომელმაც ხმების 6.8% მიიღო. პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად ქვეყანაში სულ 17 კანდიდატი იბრძოდა. საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, ქვეყნის მმართველობის ფორმის შესახებაც ჩატარდა რეფერენდუმი. ხალხს არჩევანი მმართველობის საპრეზიდენტო და საპარლამენტო მოდელებს შორის უნდა გაეკეთებინათ. რეფერენდუმზე საპრეზიდენტო ინსტიტუტის გაძლიერებას მხარი 1.1 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა, საპარლამენტო მმართველობის ფორმა კი 152 000-მა ამომრჩეველმა აირჩია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი რურუა ელისაშვილს პასუხობს
შემდეგი სტატიასერბეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის 1 მილიონი დოზა ჩაიტანეს