ყირგიზეთში საკუთარი “ლას ვეგასის” აშენებას აპირებს კაზინოებითა და მარიხუანით

ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი და თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგულ ბერდიმუხამედოვი აშხაბადში გამართულ შეხვედრაზე ერთობლივი პროექტის განხორციელებაზე შეთანხმედნენ, რომელიც ისი-კულსკის მხარეში გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშნებლობას ეხება. კომპლექსში რამდენიმე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და კაზინო შევა. ყირგიზეთის პარალმენტის დეპუტატმა დასტან ბეკეშევმა განაცხადა, რომ კომპლექსი მომავალში “ყირგიზული ლას-ვეგასი” გახდება, რაც ქვეყნის ბიუჯეტს ბევრად გაზრდის.
პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, მან წინადადება წამოაყენა მარიხუანას ლეაგლიზაცია მოახდინონ. “თვითონ ღმერთმა მოგვცა ეს მცენარე, და რატომაც არა, მოდით, დეკრიმინალიზაცია გავუკეთოთ. უცხოელი მოფრინდება, მოწევს და გაფრინდება” – განაცხადა დეპუტატმა.

მანადე ყირგიზეთის ტურიზმის სამმართველოს ხელმძღვანელმა ერმეკ მირზაბეკოვმა სათამაშო ზონის შექმნის შესახებ წინადადებასა და მარიხუანას ლეგალიზებაზე თქვა, რომ “მას ბევრი მინუსი აქვს”.

2017 წელს “ტურისტული სამოთხის” მოსაწყობად ყირგიზეთის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა ტოლკუნბეკ აბდიგულოვმა ქვეყანაში მარიხუანის ლეგალიზაციის შესახებ წინადადება წამოაყენა.

2012 წლიდან ყირგიზეთში მოქმედი კანონით აკრძალულია სათამაშო ბიზნესი და სათამაშო ავტომატები.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილს უკრაინაში საკუთარი ტოქ-შოუ ექნება
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს დაავალა, უახლოეს დღეებში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები სრულ მზადყოფნაში იყოს ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის