ყირგიზეთმა რუსეთს სახეში შეაფურთხა

,,რუსეთისათვის სახეში შეფურთხება,, ასე უწოდა რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერმა იგორ ლებედევმა, რუსეთის სამეფოს წინააღმდეგ 1916 წელს ყირგიზთა აჯანყების აღსანიშნავად დღესასწაულის დაწესებას, ყირგიზეთის ხელისუფლების მიერ.
ყირგიზეთის ხელისუფლებამ ზემოაღნიშნულ დღესასწაულს წინაპრების მოხსენიების დღე უწოდა და მას 7-8 ნოემბერს აღნიშნავენ, 100 წლის უკან, სწორედ ამ დღებში მოხდა ყირგიზების აჯანყება რუსეთის სამეფოს წინააღმდეგ.
,,რუსი დეპუტატის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ყირგიზეთმა რუსეთის წინააღმდეგ აჯანყების დღე – დღესასწაულად გამოაცხადა, მეტყველებს იმაზე, რომ რუსმა დეპუტატმა საერთოდ ვერ გაიგო მოვლენათა კონტექსტის აზრი,, ნათქვამია ყირგიზეთის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე განტავსებულ განცხადებაში.
როგორც პრეზიდენტ ალმაზბეკ ატანბაევი მიიჩნევს, მან ყირგიზი ხალხის ეროვნულ გამანთავისუფლებელ ბრძოლაში შეტანილ წვლილს და მეოცე საუკუნეში კომუნისტური წყობის მიერ მისი ხალხის მიერ გადატანილ რეპრესიებს მიაგო პატივი.

banner
წინა სტატიაშიკიევში მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული მიტინგი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაქურთების ლიდერმა გადაგომამდე ამერიკელებს უსაყვედურა