ყირგიზეთის პრეზიდენტის ქალიშვილი გაქრა

ყირგიზეთის პრეზიდენტის უმცროსი ქალიშვილის, ალია შაგიევას „ფეისბუქ“ და „ინსტაგრამ“-ის აკაუნტები ქსელიდან გაქრა. ორივე სოციალურ ქსელში ალია მხარს გენდერული თანასწორობის იდეას უჭერდა და ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ ილაშქრებდა. 14 აპრილს, შაგიევამ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც შვილს ძუძუს აჭმევს.
„აბსოლუტურად მშვიდად ამოვიღებ ჩემს მკერდს, როცა ჩემი შვილი მშიერია, ეს იქნება სავაჭრო ცენტრი, მანქანის სალონი თუ საზოგადოებრივ პარკი. მე ვიქნები მაგალითი სხვა მეძუძური დედებისათვის, რომლებიც პატრაიქალური საზოგადოების უხეშ ჩარჩოებში ჩასვეს,” – დაწერა პრეზიდენტის ქალიშვილმა.
ამასთან, შაგიევამ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მის მიმართ აგრესიას გამოხატავენ როგორც სოციალურ ქსელში, ასევე, პირადად.
ალია შაგიევა, რომელიც ყირგიზეთის პრეზიდენტის, ალმაზბეკ ატამბაევის უმცროსი ქალიშვილია, წერდა, რომ შეგნებულად იყენებს დედის გვარს და არა – მამისას.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შემდეგი სტატიაძლიერი ქარი ბათუმში-დაზიანებული სახლები, ავტომობილები წაქცეული ხეები