ყირგიზეთის პრეზიდენტი თურქეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს

3AE0D3FC-B7AE-45A5-B529-BB9985FAB24F_w987_r1_sყირგიზეთის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი თურქეთის საავადმყოფოშია გადაყვანილი – თურქული Sözcü წერს.
გაზეთის წყაროების მონაცემებით, საავადმყოფოში სახელმწიფოს მეთაური საგულდაგულო მკურნალობის კურსს გაივლის გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
გამოცემა აღნიშნავს, რომ პრეზიდენტს გულის შეტევა გუშინ, 19 სექტემბერს სტამბოლის აეროპორტში დაეწყო. მისი თვითმფრინავი ბიშკეკიდან ნიუ-იორკში მიფრინავდა და იძულებული გახდა სტამბოლში დაშვებულიყო. პრეზიდენტი სასწრაფო დახმარების მანქანით ჯერ აეროპორტში, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკოს “დაკუჭული” კოსტიუმი განსჯის საგანი გახდა
შემდეგი სტატიაფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა