ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტის შვილს დაუსწრებლად 30 წელი მიუსაჯეს

ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტის შვილს დაუსწრებლად 30 წელი მიუსაჯეს

ბბიშკეკის სასამართლომ მაქსიმ ბაკიევს, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის ყურმანბეგ ბაკიევის შვილია, დაუსწრებლად 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა – ის ეკონომიკური ხასიათის რამდენიმე დანაშაულშია ბრალდებული, მათ შორის ფულის გათეთრებასა და თაღლითობაში, რომელზეც მას 15 წელი უკვე მისჯილი ჰქონდა.
ამასთანავე, სასამართლომ მის წინააღმდეგ ახალი ბრალდებებიც გააერთიანა და საერთო ჯამში 30 წელი მიუსაჯა.
ბრალდებული მიმდინარე მომენტში დიდ ბრიტანეთშია. მასზე, ისევე, როგორს მთელ მის ოჯახზე, საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
მამამისს დაუსწრებლად ყირგიზეთის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაშიანტისამთავრობო აქციები ვარშავაში
შემდეგი სტატიაპუტინი მსოფლიოში ათი ყველაზე პატივსაცემი მამაკაცის სიაშიი მოხვდა