ყირგიზეთის ცესკო-მ საპარლამენტო არჩევნების შედეგები ბათილად ცნო

ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, გუშინ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები ბათილად ცნო. გუშინ შედეგების გამოცხადებას ყირგიზეთში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა, არიან დაშავებულები. დემონსტრანტებმა ბიშკეკში საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტეს. მომიტინგეების ნაწილმა პარლამენტის შენობაში შესვლა მოახერხა.

დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. ქალაქის ცენტრში ისმოდა სროლის ხმა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავდა 590 ადამიანი.

ერთი პირი საავადმყოფოში გარდაიცვალა. აქციის მონაწილეები არჩევნების ხელახლა დანიშვნას ითხოვენ. ყირგიზეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, 7%-იანი ბარიერი მხოლოდ ოთხმა პარტიამ გადალახა.

banner
წინა სტატიაშიმალხაზ თორია ეუთოს სადამკვირვებლო მისიის გრძელვადიან წარმომადგენლებს შეხვდნენ
შემდეგი სტატიაზაზა გოროზია „ახალი სამეგრელოს” კონცეფცია შემუშავებულია