ყიფშიძის ქუჩაძე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია

ყიფშიძის ქუჩაძე, ერთ-ერთ ბინაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 72 წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

დაშავებულს სხეულზე და სახეზე მე-2 და მე-3 ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული. მას ასევე დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები. შემთხვევა ყიფშიძის 6 ნომერში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ორი დღის წინ მოხდა.

აფეთქების ზუსტი მიზეზი ისევ უცნობია. ერთ-ერთ ვერსიად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.

banner
წინა სტატიაშიგარდაიცვალა ცნობილი რუსი კინორეჟისორი – ელდარ რიაზანოვი
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია – თეა წულუკიანი სიყალბისა და ფარსის ნაწილი გახდა