ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა ცივი იარაღით დაჭრა არქიმანდრიტი საბა (ჟღენტი)

“თაიმერის” კონფიდენციალური წყარო იუწყება, რომ ყინწვისის მამათა მონასტერში საზარელი შემთხვევა მოხდა. ყინწვისის მონასტრის წინმძღვარმა, მამა დავითმა (აქიაშვილი) ცივი იარაღით დაჭრა ყინწვისის მონანული ავაზაკის სახელობის ახალი მონასტრის წინამძღვარი – არქიმანდრიტი საბა (ჟღენტი). წყაროს ცნობით შემთხვევას ადგილობრივი ეპარქიის მმართველი, რუის-ურბნისის მიტროპოლიტი მეუფე იობიც (აქიაშვილი) შეესწრო, რომელიც დაპირისპირებულთა შორის გამშველებლის როლს ასრულებდა. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს. 

ავტორი: ბერდია კალანდია

ექსკლუზივი

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით მეხუთე პაციენტი გარდაიცვალა