”ხინკლის სახლში” კრიმინალური პოლიციის ერთ თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

რუსთაველზე ”ხინკლის სახლში” ინციდენტი მოხდა. კრიმინალური პოლიციის ერთ თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაკავებულია ერთი პირი.

შსს ცნობით, გამოძიება სსკ-ის მუხლი 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

სამი პირი კი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. დაკავებულებს პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

 

 

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს
შემდეგი სტატიაშსს-მ მაღაზია „აიტექნიკსის” გაქურდვის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა