ხილიანზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია

ხილიანზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის ძირითადი კერები ამ დროისთვის ლოკალიზებულია.  ამ ეტაპზე ძირითადი საფრთხეები მოხსნილია და არ არსებობს ხელახალი აალების ან სხვა სახლებზე გადასვლის საშიშროება. ადგილზე მობილიზებული სასწრაფო დახმარების ექიმების განცხადებით კი, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ტერიტორიაზე ასევე იმყოფება საბურთალოს რაიონის გამგებელი, რომლის განცხადებითაც, საჭიროების შემთხვევაში გამგეობა დაზარალებულებს შესაბამის დახმარებას გაუწევს.

ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: ივანიშვილს უნდა დამორჩილებული, დამონებული, გათითოკაცებული მართვადი პოლიტიკური სპექტრი
შემდეგი სტატიადელის სასტუმროში მომხდარ ხანძარს 17 ადამიანი ემსხვერპლა