ხილიანზე კერძო საცხოვრებელი სახლი იწვის

ხილიანზე კერძო საცხოვრებელი სახლი იწვის. არსებული ინფრომაციით, ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სახურავზე გაჩნდა.როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე 4 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკაა მობილიზებული და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.

უწყება ამ ეტაპზე დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ხანძარი მჭიდროდ დასახლებულ ადგილზეა, რის გამოც მიმდებარე სახლები მოსახლეობამ უსაფრთხოების მიზნით უკვე დატოვა.

banner
წინა სტატიაში“როგორ შეიძლება, უთანხმოება მქონდეს პრეზიდენტთან” – ლაშა ჟვანია სალომე ზურაბიშვილთან დაპირისპირებას უარყოფს
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: ივანიშვილს უნდა დამორჩილებული, დამონებული, გათითოკაცებული მართვადი პოლიტიკური სპექტრი