ყიდულობს თუ არა ასადი ნავთობს „ისლამური სახელმწიფოსგან“? კერი-ლავროვის განმარტებები

აშშ თვლის, რომ პრეზიდენტი ბაშარ ასადი ყიდულობს ნავთობს ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახემწიფოსგან“ …

გთხოვთ, არ შეცდეთ და განსაკუთრებული იმედები ნუ გექნებათ! ასადი ყიდულობს ნავთობს „ისლამური სახელმწიფოსგან“, – განაცხადა ჯონ კერიმ შაბათს ვენაში განართულ პრეს-კონფერენციაზე, რომელსაც პირდაპირ გადასცემდა რუსული ტელეარხი „როსია-24“.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ კოალიციას, რომელსაც მეთაურობს აშშ, შეუძლია სრულად გაანადგუროს ნავთობის საბადოები, რომლებიც დაკავშირებულია „ისლამურ სახელმწიფოსთან“

რაც შეეხება იმ კავშირებს, რომლებიც არსებობს ასადსა და „ისლამურ სახელმწიფოს“ შორის, რომ ასადი ყიდულობს ნავთობს მათგან რის შესახებ წერს მასსმედია, ამაზე ვსაუბრობდით მე და ჯონი (აშშ სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი), და სხვა კოლეგები. მათ კარგად იციან ეს ნავთობსაბადოები… ვინ ხელმძღვანელობს მათ, ვინ მოიპოვებს ნავთობს, სად აგზავნიან… სირიაში თუ საზღვარგარეთ.  ბოლოს და ბოლოს, კოალიცია, რომელსაც მეთაურობს აშშ, შეუძლია ნავთობის ბიზნესი, რომელსაც უკანონო და დამნაშავედ მიიჩნევს, გამოიყვანოს მწყობრიდან“ – განაცხადა ლავროვმა.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტის სასახლე ამ წუთებში
შემდეგი სტატიამოსკოვში ტერაქტის საფრთხის გამო სასტუმრო ,,კოსმოსი,, ევაკუირებულია…