16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

ხიდი, ჩაკეტილ სივრცესა და თავისუფლებას შორის – გეგუთის ციხის მსჯავრდებულები პატრიარქს დაემშვიდობნენ

“ყვავილები ერთგვარი ხიდია ჩაკეტილ სივრცესა და თავისუფლებას შორის”, – ამ შინაარსის წერილით აღწერს “თაიმერის” დამფუძნებელი, ჟურნალისტი, ბერდია კალანდია გეგუთის პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების მიერ, პატრიარქისთვის სიმბოლურად თეთრი ვარდების თაიგულის გაგზავნას.

“სოციალურ ქსელში გავრცელებულ ამ ფოტოზე, აღბეჭდილია მძიმე და ემოციური ფაქტი. ყვავილების თაიგული, რომელიც გეგუთის ციხის მსჯავრდებულებმა პატრიარქისთვის პატივის მიგების მიზნით, დამშვიდობების სიმბოლური ჟესტის სახით გააგზავნეს სამებაში, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიალზე.

ამ ჟესტს განსაკუთრებული დატვირთვაც აქვს, რადგანაც იზოლაციისა და რთული ყოფის მიუხედავად, პატიმრებმა შეძლეს პატივი მიეგოთ სულიერი ლიდერისთვის, რომელიც მრავალი ადამიანისთვის რწმენისა და იმედის წყარო იყო.

ამ კონტექსტში, ყვავილები, მხოლოდ სამძიმრის გამოთქმა და პატრიარქის მიმართ პატივისცემის გამოხატვა არ არის. ისინი ერთგვარი ხიდია ჩაკეტილ სივრცესა და თავისუფლებას შორის, ადამიანურ თანაგრძნობასა და საერთო ეროვნულ ტკივილს შორის. ეს ფოტო გვახსენებს, რომ სულიერი ერთობა ფიზიკურ საზღვრებს არ ემორჩილება და საერთო ღირებულებები ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს, მიუხედავად მათი მდგომარეობისა”, – წერს ბერდია კალანდია.

banner
წინა სტატიაშისამების ტაძარში სხვადასხვა ქვეყნის ელჩები მივიდნენ
შემდეგი სტატიასამების ტაძარში, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად მივიდა