18.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

ხიდაშელი: როდესაც პოლიტიკური არასტაბილურობის ნიშნები უმაღლეს წერტილზეა, უცხოური ინვესტიციები აღარ არსებობს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ “ოცნება“ იქაც კი, სადაც ცდილობს საკუთარი პოლიტიკა წარმატებულად გაასაღოს, სრული კატასტროფა ხდება. 

“რუხაძეს ახასიათებს როყიოდ პირდაპირი საუბარი სხვადასხვა თემებზე და ძალიან ხშირად, საუბრის დროს, პირადი ინტერესი წინა პლანზე აქვს ხოლმე წამოწეული, იქაც კი, სადაც “ოცნება“ ცდილობს, გაასაღოს საკუთარი პოლიტიკა, როგორც წარმატება, იქაც კი სრული კატასტროფა და იმ ფლანგზეც კი სრული მარცხი აქვს. მოშლილია სტრატეგიული თანამშრომლობა შტატებთან, ევროკავშირთან, 2023 წლიდან გამუდმებით გვეუბნებიან იმაზე, რომ საოცარი აღმასვლა გვაქვს ეკონომიკურ ურთიერთობებში ჩინეთთან, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ არაფერი ხდება ჩინეთთან აღმასვლის ნაწილში, ერთადერთი რამ ხდება, რომ ჩინეთი მაქსიმალურად შეიწოვს ყველა რესურსს, რომელიც საქართველოში არსებობს, საკუთარი სარგებლისთვის. როდესაც რისკები ასეთი მაღალია, პოლიტიკური არასტაბილურობის ნიშნები უმაღლეს წერტილზეა და წითელი ფერითაა მონიშნული, გასაკვირი არ არის, რომ ბიზნესი, რომელიც ყველაზე უფრო სენსიტიურია ასეთი რყევების მიმართ, არ მოდის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ის უბრალოდ აღარ არსებობს, – ამბობს tv პირველის ინფორმაციით, თინა ხიდაშელი.

banner
წინა სტატიაშირატომ აღიზიანებთ ანწუხელიძის ფიგურა? – მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიაარქიმანდიტრი დოროთე: როგორც ჯერჯერობით ჩანს, რუსეთი მოიგებს, ამჯერად მოსაყდრე შიოს გაპატრიარქებით